ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო. მაშველებმა ოთხივე პირი წყლიდან ამოიყვანეს, თუმცა ერთ-ერთი დაიღუპა. ინფორმაციას გურიის მოამბე ავრცელებს.
ზღვიდან ამოყვანის შემდეგ, დაშავებულის მდგომარეობა მძიმე იყო.
დაახლოებით 30 წლის მამაკაცი ადგილზე მისულ ფოთის სასწრაფო სამედიცინო ბრიგადას გარდაცვლილი დახვდა.
დანარჩენი პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით უცნობია.

12 hours ago
8







English (US) ·
Georgian (GE) ·