უოტფორდმა ქართველი ფეხბურთელი ბელგიაში გაანათხოვრა

1 week ago 9

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი ნიკოლოზ ჩიქოვანი კარიერას ბელგიაში გააგრძელებს. „უოტფორდმა“ 18 წლის ფეხბურთელი „შარლერუაში“ 2025 წლის ბოლომდე იჯარით გაანათხოვრა.

„დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილი ჩიქოვანი ზაფხულში ინგლისურ კლუბს შეუერთდა და ახლა ბელგიის იუპილერ ლიგის გუნდში მთავარი შემადგენლობასთან ივარჯიშებს. გარდა ამისა, მას შესაძლებლობა ექნება, კლუბის ახალგაზრდულ გუნდშიც მიიღოს მონაწილეობა.

„შარლერუა“ ბელგიის ჩემპიონატში სტაბილური მონაწილეა და მიმდინარე სეზონში 8 ტურის შემდეგ მეექვსე პოზიციას იკავებს.

სრულად წაკითხვა