“უნდათ მავანთ საქართველოს მოკვლა პოლიტიკურად, ფინანსურად, ეკონომიკურად, მორალურად…” – ზაალ ანჯაფარიძე

3 days ago 12

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ პოლიტიკაზე საუბრობს:

ჩვენს პატარა სახელმწიფოზე შეტევები გრძელდება.

2008 წელს ტანკებით, ავიაციით და არტილერიით შეტევა, 2022-2025 წლებში პოლიტიკურმა, საინფორმაციო და ფსიქოლოგიურმა შეტევებმა ჩაანაცვლეს. თან ვისგან? მათგან ვისიც (როგორც აღმოჩნდა სულ ტყუილად!) გვეიმედებოდა 2008 წლის აგვისტოს შფოთიან დღეებში.

მე მგონი საქართველო არის ერთერთი თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ რამდენად ჭეშმარიტია ფრიდრიხ ნიცშეს სიტყვები “ის რაც არ გვკლავს გვაძლიერებს“.

უნდათ მავანთ საქართველოს მოკვლა პოლიტიკურად, ფინანსურად, ეკონომიკურად, მორალურად, ლამის ყოველდღე ახალ ახალ მწარე დარტყმებს გვაყენებენ “მეგობრები”.

თუმცა, ვდგევართ, ვცოცხლობთ და ყოველი მორიგი დარტყმის განეიტრალებით, ესოდენ საჭირო გამოცდილებას ვიძენთ როგორც საზოგადოება და სახელმწიფო“, – აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

სრულად წაკითხვა