უნგრეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ტოვებს

4 months ago 55

უნგრეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ტოვებს. ამის შესახებ ქვეყნის მთავრობამ ოთხშაბათს განაცხადა.

უნგრეთის სახელმწიფო მდივანმა საერთაშორისო კომუნიკაციისა და ურთიერთობების საკითხებში ზოლტან კოვაჩმა აღნიშნა, რომ ICC-დან გასვლის პროცესი დღეიდან დაიწყებოდა.

“გასვლის პროცესი ხუთშაბათს, უნგრეთის კონსტიტუციური და საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების შესაბამისად დაიწყება”, – განაცხადა მან.

ცნობისთვის, დღეს უნგრეთში ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ჩავიდა. ის პირველად იმყოფება ევროპის ქვეყანაში მას შემდეგ, რაც 2024 წელს, ICC-მა მის წინააღმდეგ დაპატიმრების ორდერი გასცა. ნეთანიაჰუ უნგრეთში ოთხდღიანი ვიზიტით იმყოფება.

ICC-დან გასვლის შემთხვევაში უნგრეთი გახდება ევროკავშირის ერთადერთი წევრი ქვეყანა, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ნაწილი არ იქნება. ICC-ის წევრები არ არიან ისრაელი, შეერთებული შტატები, ჩინეთი, რუსეთი,საუდის არაბეთი და სხვა.

სრულად წაკითხვა