უკრაინული მცურავი დრონის შეტევა ტუაფსეს საზღვაო ნავთობტერმინალზე. კადრებში ჩანს რომ ინტენსიური ცეცხლის მიუხედავად დრონი ახერხებს ნავსადგომში შეღწევას და ერთ-ერთი ნავმისადგომის აფეთქებას.
ტუაფსეს ტერმინალი ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო ნავთობტერმინალია. აქედან ექსპორტზე ყოველდღიურად გადის 2 მლნ ბარელი რუსული და ყაზახური ნავთობი.