უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს

2 hours ago 1

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს. პორტი სრულად დარჩა ელექტროენერგიის გარეშე, რუსეთმა კი მისი გამოყენების შესაძლებლობა დაკარგა. ინფორმაციას უკრაინის ეროვნული გვარდიის პირველი კორპუსი „აზოვი“ ავრცელებს. ოპერაცია „აზოვის“ მებრძოლებმა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (СБУ) და უპილოტო სისტემების ძალებმა ერთობლივად ჩაატარეს. შეტევის შედეგად დაზიანდა ელექტროსადგურები, რადიოლოკაციური მოწყობილობები, სარემონტო ინფრასტრუქტურა, მართვის კოშკი, საწვავ-საპოხი მასალების საცავები, ასევე სანქცირებული მშრალტვირთმზიდი Lady Augusta, რომელიც რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვან ფლოტს“ ეკუთვნის.”მარიუპოლის საზღვაო სავაჭრო პორტი სრულად არის გათიშული ელექტრომომარაგებისგან, ხოლო რუსული ჯარების ლოგისტიკა მნიშვნელოვნად გართულდა“ – ნათქვამია განცხადებაში

სრულად წაკითხვა