დონეცკის ოლქში მდებარე დასახლება ნოვომიხაილივკა უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე კორპუსისა და სამხედრო დაზვერვის, ГУР-ის ცალკეული ქვედანაყოფების მებრძოლებმა რუსი ოკუპანტებისგან სრულად “გაწმინდეს”, ასევე, 10-მდე ოკუპანტი დაატყვევეს.
თავდაცვის ძალებმა წარმატებული ოპერაცია ჩაატარეს და სოფელი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. რუსებმა დაახლოებით ერთი ასეულის რაოდენობის ცოცხალი ძალა დაკარგეს და იძულებულნი გახდნენ, რეზერვები სხვა მიმართულებებიდან გადაეყვანათ.

3 months ago
36







English (US) ·
Georgian (GE) ·