ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ივან ფიოდოროვის ინფორმაციით, 22 სექტემბერს, გამთენიისას იყო სულ მცირე ხუთი ავიაბომბით დარტყმა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა. რამდენიმე რაიონში ხანძრები გაჩნდა. დაზიანებულია 20-ზე მეტი სახლი.
კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მიკოლა კალაშნიკის ტელეგრამ-არხზე დილის ექვსი საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბორისპოლის რაიონში ერთი ადამიანი დაიჭრა. ამავე რაიონში ხანძრები გაჩნდა რამდენიმე სახლში. კერძო სახლი დაიწვა ფასტოვის რაიონშიც.
ქალაქ სუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის, არტიომ კობზარის ცნობით, დრონებით დარტყმა იყო სამრეწველო ობიექტებსა და სასწავლო დაწესებულებაზე. დაზიანებულია სახლებიც. სუმიში ერთი ადმიანი დაიჭრა.