უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის რუსეთმა ალეკო ელისაშვილს ბრალი წაუყენა

2 hours ago 3
Aleksandre Elisashvili, leader of the opposition Strong Georgia. Source: A

რუსეთის პროკურატურამ 4 აგვისტოს განაცხადა, რომ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს, უკრაინაში რუსეთის ძალების წინააღმდეგ „დაქირავებულ მებრძოლად“ ბრძოლისთვის დაუსწრებლად ბრალი წაუყენა და საერთაშორისო ძებნითა სიაში შეიყვანა.

ელისაშვილს ბრალი რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დაქირავებული მებრძოლის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში) წაუყენეს.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. რუსეთმა უკრაინაში ბრძოლისთვის საქართველოს კიდევ რამდენიმე მოქალაქეს წაუყენა ბრალი ან გაასამართლა.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა