უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

2 hours ago 3

რუსეთის ომს უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა იგორ ბეკურაშვილი. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი.

გუშინ კი ცნობილი გახდა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის, 30 წლის გიორგი დამენიას დაღუპვის შესახებ. ის სენაკიდან იყო და ბოლო წლების განმავლობაში უკრაინაში ცხოვრობდა.

მომდევნო დღეებში ორივე ქართველი მებრძოლის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდები გაიმართება.

სრულად წაკითხვა