უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლი, ვანო ნადირაძე საქართველოში ჩამოასვენეს

1 month ago 4

უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე საქართველოში ჩამოასვენეს.­

მის ცხედარს სამშობლოში ახლობლები და თანამებრძოლები საქართველოსა და უკრაინის დროშებით დახვდნენ. ისმოდა შეძახილები: „დიდება გმირებს!“.

ვანდო ნადირაძის ცხედარს თემქაზე, მის საცხოვრებელ სახლში გადაასვენებენ.

უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელის, ვიცე-პოლკოვნიკ ვანო ნადირაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 2 ივნისს გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

სრულად წაკითხვა