უკრაინაში აშშ-ის ელჩი ბრიჯიტ ბრინკი ვადაზე ადრე აპირებს გადადგომას, - ამის შესახებ Reuters-ი და CBS News-ი სამ წყაროზე დაყრდნობით იუწყებიან.
10 აპრილს სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა ბრინკის განზრახვა გადადგომის შესახებ.
"ელჩი ბრინკი თანამდებობას ტოვებს. ის იქ ელჩი იყო სამი წლის განმავლობაში, ეს დრო დიდია საბრძოლო მოქმედებების ზონაში", - ნათქვამია Reuters-ისთვის გაგზავნილ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის წერილობით შეტყობინებაში.
როგორც რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური წერს, საბრძოლო მოქმედებების გამო კიევი ითვლება ადგილად, სადაც დიპლომატები მსახურობენ ისე, რომ თან არ მიჰყავთ ოჯახები.
ბრიჯიტ ბრინკი უკრაინაში აშშ-ის ელჩის პოსტზე 2022 წლის მაისიდან მსახურობს, იგი ამ პოსტზე აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის წარდგინებით დაინიშნა.
გასულ კვირაში ბრიჯიტ ბრინკი საკმაოდ მწვავედ გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც უკმაყოფილო დატოვა კრივოი როგზე რუსული რაკეტით განხორციელებული იერიშის თაობაზე გაკეთებულმა ამერიკელი დიპლომატი ქალის კომენტარმა.