WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

23

ტვ იმედის ანალიტიკური მიმართულების ყოფილი ხელმძღვანელი, ნიკოლოზ მეტრეველი, ქართული ოცნების ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან გამოგზავნილ წერილებს ეხმაურება და ამბობს, რომ “ეწყინა” და ურჩევს, უკან წაიღოს ბოლო განცხადებები და “შეცდომა რაღაც ფორმით აღიაროს. ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილის ქართული ოცნება შეცდომას არა, დანაშაულებებს ედავება,

ჩემთვის გაუგებარია, რას აკეთებს ირაკლი ღარიბაშვილი და რატომ ირჩევს ახლა ამგვარ სტრატეგიას. მან თავად აღიარა დანაშაული, ხელი მოაწერა საპროცესო შეთანხმებას და საზოგადოებამ იხილა საქმეში არსებული დამაჯერებელი მტკიცებულებები.

ზოგადად პატივს ვცემ ირაკლი ღარიბაშვილს და მის ოჯახს. მაგრამ პატივისცემა არ ნიშნავს იმას, რომ მის ყველა განცხადებას უნდა დავეთანხმოთ. „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი ვერ მიიღებს მცდელობას, რომ უკვე არსებული ფაქტებისა და სამართლებრივი პროცესის ფონზე ყველაფერი მხოლოდ პოლიტიკურ დევნად ან სხვის პასუხისმგებლობად წარმოჩნდეს. ამომრჩეველს გაცილებით მეტი პოლიტიკური სიმწიფე და პასუხისმგებლობა აქვს, ვიდრე ამას შესაძლოა ზოგიერთი პოლიტიკოსი ფიქრობდეს. თუ ვინმეს აქვს კონკრეტული პრეტენზია ან ბრალდება, უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულება. უსაბუთო პოლიტიკური შეტევები კი მხოლოდ აზიანებს პროცესს. ვფიქრობ, მისი უკანასკნელი ნაბიჯები ძალიან საწყენია იმ მილიონზე მეტი ადამიანისთვის, ვინც წლების განმავლობაში „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს.

ირაკლი ღარიბაშვილი ე.წ ბრძოლის დაწყებით ვერაფერს მოიგებს. ყველაზე გონივრული ნაბიჯი იქნება, ემოციებს საბოლოოდ არ აჰყვეს, უკან წაიღოს ბოლო განცხადებები და შეცდომა რაღაც ფორმით აღიაროს. ეს მისთვის გაცილებით ღირსეული გამოსავალი იქნება, ვიდრე დაპირისპირების გაგრძელება. პოლიტიკაში ზოგჯერ უკან დახევა დამარცხება კი არა, უფრო დიდი ზიანის თავიდან აცილების ყველაზე გონივრული საშუალებაა.