უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილი მე-7 ჩოგანს დაუპირისპირდება

1 month ago 3

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ტურნირის მთავარ ბადეში იასპარეზებს და უკვე ცნობილია მისი პირველი მეტოქეც – მსოფლიოს მე-7 ჩოგანი, იტალიელი ლორენცო მუსეტი.

მათ შორის დაპირისპირება 30 ივნისს, თბილისის დროით 14:00 საათზე გაიმართება.

ბასილაშვილმა მთავარი ბადისკენ მიმავალი გზა წარმატებით გაიარა. საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში მან არგენტინელი ხუან პაბლო ფიცოვიჩი ოთხ სეტში დაამარცხა – 1:6, 7:5, 6:2, 6:1.

უიმბლდონის წლევანდელი გათამაშება 30 ივნისს იწყება და 13 ივლისს დასრულდება. ქართველი ჩოგბურთელისთვის ეს დიდ ასპარეზზე დაბრუნების კარგი შესაძლებლობაა.

სრულად წაკითხვა