უთამაშებლობა და ტრავმები - როგორ ფორმაში ხვდება ნაკრები მომდევნო მატჩებს

6 days ago 13

ოქტომბრის თვეში საქართველოს ნაკრები გასვლაზე ესპანეთს და თურქეთს ეთამაშება, ეს მატჩები კი მეტწილად განსაზღვრავს თუ რამდენად გვექნება შანსები იმისა, რომ ჯგუფიდან გასვლის პრეტენზიები გვქონდეს.

სამწუხაროდ, სამომავლო შეკრებას ეროვნული გუნდი არც ისე კარგ ფორმაში ხვდება, რასაც ძირითადი კადრების მიღებული ტრავმები, ან ფეხბურთელთა უთამაშებლობა განაპირობებს.

მაგალითად, ნაკრების პირველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი საერთოდ არ თამაშობს და ეროვნულ გუნდში პრაქტიკულად 0 სათამაშო წუთით მოდის. გარდა ამისა, უთამაშებელია საბა გოგლიჩიძეც, რომელსაც უდინეზეში საერთოდ არ ენდობიან. უთამაშებლობა პრობლემაა ბუდუ ზივზივაძისთვისაც, რომელსაც წითელი ბარათის გამო 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.

რაც შეეხება ტრავმიანობას, ამ მხრივ პრობლემები აქვთ ჩაკვეტაძეს და კვარაცხელიას. გარდა ამისა, ახალი დაბრუნებულია კიტეიშვილიც, რომელიც მთლად ოპტიმალურ ფორმაში ვერ არის. ძირითადი შემადგენლობიდან ახლა ყველაზე დამაჯერებლები ქოჩორაშვილი და მიქაუტაძე არიან, თუმცა კარგი იქნებოდა, რომ ფორმაში მყოფი ფეხბურთელების რიცხვი გაცილებით მეტი ყოფილიყო..

სრულად წაკითხვა