"უზარმაზარ მადლიერებას ვგრძნობ" - სეზონის ბოლოს მიულერი ბაიერნს დატოვებს

4 months ago 29

ლეგენდარული ტომას მიულერი სეზონის დასრულების შემდეგ ბაიერნს დატოვებს - ინფორმაციას ამის თაობაზე თავად ფეხბურთელი ავრცელებს.

"ჩემი 25 წლიანი ისტორია ბაიერნის მოთამაშის სტატუსით, ამ ზაფხულს დასრულდება. ეს იყო წარმოუდგენელი მოგზაურობა, გამორჩეული, უნიკალური გამოცდილებითა და დაუვიწყარი ტრიუმფებით. უზარმაზარ მადლიერებას ვგრძნობ", - განაცხადა მიულერმა.

ცნობისთვის, კარიერის მანძილზე მიულერმა ბაიერნის მთავარ გუნდში 743 მატჩი ჩაატარა და თავის გამოჩენა 247 გოლითა და 273 საგოლე გადაცემით მოახერხა.

სრულად წაკითხვა