ლაშა გურულის პროფესიონალური კარიერა ახალ, კიდევ უფრო მნიშვნელოვან ეტაპზე გადადის — ქართველი მოკრივე მომდევნო ბრძოლას მსოფლიოს კრივის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საღამოზე, Usyk vs Dubois-ის ივენთზე ჩაატარებს. გურულის მეტოქე სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში ინგლისელი ჯეიმს ფრანსისია.
19 ივლისს, ლონდონის იუმბლის არენაზე გასამართი გალა საღამო სწორედ გურულისა და ფრანსისის ექვსრაუნდიანი ორთაბრძოლით გაიხსნება. 24 წლის ინგლისელს პროფესიონალურ კრივში რვა ბრძოლა აქვს ჩატარებული — შვიდი გამარჯვება და ერთი მარცხი. შესაბამისად, ქართველისთვის ეს არა მხოლოდ მნიშვნელოვანი გამოწვევაა, არამედ შანსი, მსოფლიო არენაზე თავი კიდევ უფრო მეტად დაიმკვიდროს.
შეგახსენებთ, ლაშა გურულმა 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რაც მისი მოყვარულთა კარიერის ერთ-ერთი უმაღლესი მიღწევაა. რაც შეეხება პროფესიონალურ დებიუტს — ის 15 მარტს, რუსთავში შედგა, სადაც გურულმა განელი ბერნარდ აბეი დაამარცხა. სათქმელია ისიც, რომ ბეის პროფესიონალურ კარიერაში ექვსი ბრძოლიდან ექვსივე მოგებული ჰქონდა.