“უდიდესი ტრაგედიაა ჩვენს სკოლაში” – თელავის მე-6 საჯარო სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

3 months ago 11

თელავის მე-6 საჯარო სკოლა მე- 6 კლასელი ავთანდილ ბურნაძისა და მე-8 კლასელი გიორგი ბურნაძის ტრაგიკულად გარდაცვალებას ეხმაურება:

“უდიდესი ტრაგედიაა ჩვენს სკოლაში, თელავის N6 საჯარო სკოლაში….

ვტირით ყველა ჩვენი სკოლის ორი მოსწავლის: მე- 6 კლასელი ავთანდილ ბურნაძისა და მე-8 კლასელი გიორგი ბურნაძის ტრაგიკულად გარდაცვალებას

ენით აუწერელი ტკივილია, რასაც განვიცდით… რასაც განიცდიან ავთო და გიო თქვენი კლასელები, მათი მშობლები, მასწავლელები, კლასის დამრიგებლები, სკოლის ადმინისტრაცია… ვუსამძიმრებთ მათ, თქვენს ახლობლებს , ოჯახს, აღმზრდელ ოჯახს…

უფალმა სასუფეველი დაგიმკვიდროთ ჩვენო ანგელოზებო.”- წერს თელავის მე-6 საჯარო სკოლა.

სრულად წაკითხვა