უახლესი ინფორმაცია ბარსელონამდე - რა მდგომარეობაშია კვარაცხელია ახლა?

5 days ago 4

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩები ხვალ, 1 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება. ფეხბურთის გულშემატკივარს არაერთი საინტერესო დაპირისპირება ელის, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება ბარსელონაში "ბარსელონასა" და "პარი სენ-ჟერმენის" დაპირისპირებას ექცევა.

ორივე კლუბი მატჩს სერიოზული დანაკლისებით ხვდება, თუმცა ქართული გულშემატკივრის მთავარი ინტერესი ხვიჩა კვარაცხელიას მდგომარეობას უკავშირდება. ქართველი შემტევი ლიგა 1-ის ბოლო ტურში, "ოსერთან" მატჩის მიმდინარეობისას ტრავმას მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.

ფრანგული მედიის ცნობით, 24 წლის ფეხბურთელმა "პარი სენ-ჟერმენის" დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა. მიუხედავად ამისა, ლუის ენრიკე ოპტიმისტურადაა განწყობილი და სჯერა, რომ კვარაცხელია ბარსელონაში გასამგზავრ სამატჩო განაცხადში მაინც მოხვდება.

ქართველის თამაშის ბედი უშუალოდ მატჩის წინ გადაწყდება — სამწვრთნელო შტაბი საბოლოო გადაწყვეტილებას ფეხბურთელის ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღებს. თუმცა ერთია ნათელი: კვარაცხელიას ტრავმა მძიმე არ აღმოჩნდა, რაც მის გრძელვადიან პერსპექტივებზე დადებითად მოქმედებს.

სრულად წაკითხვა