“ტყვეების პირველი ნაწილი დავაბრუნეთ” – ზელენსკი

2 months ago 20

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ტყვეების პირველი ნაწილი დააბრუნეს.

“ჩვენ ხალხს უკან, სახლში ვაბრუნებთ. ტყვეების პირველი ნაწილი დავაბრუნეთ. ამ შეთანხმებას თურქეთში მოლაპარაკებების დროს მივაღწიეთ და მნიშვნელოვანია მისი სრულად რეალიზება. დღეს – 390 ადამიანი დავაბრუნეთ. შაბათს და კვირას ველოდებით გაცვლის გაგრძელებას. ყველას მადლობას ვუხდი, ვინც გვეხმარება, ვინც 24/7-ზე მუშაობს იმისთვის, რათა უკრაინელები სახლში დაბრუნდნენ. ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა დავაბრუნოთ, ვინც ტყვეობაშია. ვამოწმებთ თითოეულ გვარს, ინფორმაციას. გავაგრძელებთ ჩვენ დიპლომატიურ სამსახურს, რათა ასეთი ნაბიჯები შესაძლებელი გახდეს”, – წერს ზელენსკი.

სრულად წაკითხვა