ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, რომ ჩაბი ალონსოს დაცვის მარჯვენა ფლანგზე სერიოზული პრობლემები აქვს, რადგან ახლა რეალის ორივე მარჯვენა მცველი ტრავმირებულია.
უკანასკნელი ინფორმაციით, დადასტურებულია კარვახალის დაზიანება, რომელიც, როგორც წერენ, დაახლოებით ოთხი კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს.
რაც შეეხება ალექსანდერ-არნოლდს, მისი დაზიანება კიდევ უფრო მძიმეა. ინგლისელი უკანახაზელი რეალს 1-2 თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება.
ეს ტრავმები ალონსოს ძალიან ცუდ დროს ემთხვევა. გუნდმა ახლახანს მადრიდული დერბი დიდი სხვაობით, 2:5 წააგო, წინ კი არანაკლებ მნიშვნელოვანი და რთული თამაშებია.