ტრანსფერი | ვახტანგ ხარებაშვილი ლიეტუვის ჩემპიონატში ითამაშებს

1 week ago 9

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი, ვახტანგ ხარებაშვილი კარიერას ლიეტუვის ჩემპიონატში განაგრძობს – ახალგაზრდა ქართველი ხელბურთელი კლაიპედის კლუბ „დრაგუნასში“ ჩაირიცხა – ტრანსფერის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას კლუბი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„წარმოგიდგენთ ჩვენი კლუბის კიდევ ერთ ახალწვეულს საქართველოდან. „დრაგუნასმა“ახალგაზრდა და პერსპექტიული ხელბურთელი, საქართველოს U18 და U20 ეროვნული ნაკრებების წევრი ვახტანგი ხარებაშვილი დაიმატა.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანებამ ვახტანგ, გისურვებთ წარმატებებს“ – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლიეტუვის ჩემპიონატი ცოტა ხნის წინ დაიწყო, „დრაგუნასმა“ პირველი მატჩი სტუმრად „ვარენოსს“ 29:28 მოუგო. ამას გარდა გუნდი წარმატებით ასპარეზობს „ბალტიის ლიგაშიც“, სადაც ორი ტურის შემდეგ ორი მოგებით პირველ ადგილზეა.

ვახტანგ ხარებაშვილმა საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში, რომელიც 2026 წელს გასამართი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ემზადება, ცოტა ხნის წინ თურქეთში გამართულ შეკრებაზე თურქ თანატოლებთან ჩატარებულ საკონტროლო მატჩებში 22 გოლი გაიტანა.

უფრო ადრე კი ხარებაშვილმა სერბეთში ჩატარებულ ამხანაგურ შეხვედრებში ითამაშა და სერბეთის სუპერლიგის გუნდებთან, „შამოტთან“ და „მეტოლაპლისტაკსთან“ მატჩებში 29 გოლი გაიტანა.

სრულად წაკითხვა