ტრამპმა უკრაინისთვის ყველანაირი შეიარაღების მიწოდება დააპაუზა – მედია

5 months ago 18

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის ყველანაირი სამხედრო დახმარების მიწოდება დააპაუზა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედიასაშუალებები CNN და ბლუმბერგი ავრცელებენ თეთრ სახლსა და პენტაგონში წყაროებზე დაყრდნობით.

ამავე წყაროს თანახმად, ეს პაუზა გაგრძელდება მანამ, სანამ დონალდ ტრამპი არ დაინახავს, რომ უკრაინის ლიდერები “მოწადინებულები არიან მშვიდობისთვის”.

უკრაინას ამჟამად არც იმ იარაღს მიაწვდიან, რომელიც ტრანზიტისთვის პოლონეთშია გამზადებული.

ბლუმბერგის თანახმად, ჯერ უცნობია, ზუსტად რა მოცულობის ამერიკულ დახმარებას შეეხება ტრამპის გადაწყვეტილება. გამოცემის ცნობით, ამ გადაწყვეტილებამდეც არ იყო ნათელი მისი ადმინისტრაცია გამოიყენებდა თუ არა ბაიდენის მიერ დამტკიცებული 3.85 მლრდ დოლარს უკრაინისთვის ამერიკული კომპანიებისგან იარაღის  შესაძენად. აშშ-ის იარაღის მარაგები დაბალ ნიშნულზეა და შევსებას საჭიროებს.

28 თებერვალს, თეთრ სახლში, აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა მწვავე პოლემიკის ფონზე წარიმართა. ე.წ. მინერალების შეთანხმება არ გაფორმებულა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრი სახლი დაგეგმილზე ადრე დატოვა.

სრულად წაკითხვა