ტრამპმა ამოქმედებულად გამოაცხადა ათეულობით ქვეყნისთვის დაწესებული ახალი ტარიფები

3 days ago 1

დღეიდან, 7 აგვისტოდან ამოქმედდა დამატებითი ტარიფები, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაუწესა ათეულობით სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას.

„შუაღამეა! ტარიფებიდან მილიარდობით დოლარი აშშ-ში მიედინება“, - დაწერა 7 აგვისტოს ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დამატებითი გადასახადების დაწესების გადაწყვეტილება გასულ კვირაში მიიღო.

როგორც CNN-ი წერს, თუ ადრე ტარიფები დაახლოებით 10% იყო, ახლა სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული პროდუქციისთვის სხვადასხვა გადასახადი მოქმედებს. ზოგიერთი ქვეყნისთვის ტარიფები ეტაპობრივად იზრდებოდა.

საერთო ჯამში, ყველაზე მაღალი ტარიფები ამჟამად დაწესებული აქვთ ბრაზილიას(50%), ლაოსს(40%), შვეიცარიას(39%), სერბეთს(35%).

ტარიფები 30%-ია ალჟირის, ბოსნია და ჰერცეგოვინისა და ლიბიისთვის.

გადასახადი 15%-ს აჭარბებს მსოფლიოს ოცზე მეტი ქვეყნისთვის.

15%-იან ტარიფებში მოექცა ქვეყნების დიდი ნაწილი, მათ შორის, ისრაელი, თურქეთი, იაპონია და სამხრეთი კორეა.

ივლისის ბოლოს აშშ და ევროკავშირიც 15%-იან ტარიფზე შეთანხმდნენ.

სრულად წაკითხვა