ტრამპისგან რა პირობის სანაცვლოდ გაათავისუფლა ლუკაშენკომ 123 პატიმარი?

1 day ago 4

829

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ 123 პატიმარი გაათავისუფლა – გადაწყვეტილება აშშ-სთან შეთანხმების ფარგლებში იქნა მიღებული.

გათავისუფლებულ პირებს შორისაა ბელარუსელი ოპოზიციონერი მარია კოლესნიკოვა, რომელიც 2020 წლიდან პატიმრობაში იმყოფებოდა.

გათავისუფლებულია ნობელის პრემიის ლაურეატი, ალეს ბილიაცკიც.

პატიმრების შეწყალების პირობით, აშშ-მ ბელარუსისთვის კალიუმის ინდუსტრიაზე დაწესებული სანქციები მოხსნა.

„ბელტას“ ცნობით, გათავისუფლებულ პატიმრებს შორის დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, ლიეტუვის, უკრაინის, ლატვიის, ავსტრალიისა და იაპონიის მოქალაქეები არიან.

სრულად წაკითხვა