ტრამპი დამპირდა, რომ დამიკავშირდება-ყაველაშვილი

1 week ago 7

„ქართული ოცნების“ პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ირწმუნება, რომ ნიუ-იორკში აშშ-ის პრეზიდენტს ვახშამზე შეხვდა.

შეხვედრის და მით უფრო აუდიენციის ამსახველი არც ფოტო და არც ვიდეო არ განოქვეყნებულა.
მისივე განცხადებით, დონალდ ტრამპი მას „დაჰპირდა, რომ ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყების საკითხს დაუბრუნდება“.

„საზოგადოებას ალბათ ვახშამი აინტერესებს, რომელიც გამართა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, სადაც მოხდა ჩვენი შეხვედრა. მას განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, რაზეც მიპასუხა, რომ მიხედავს ამ საკითხს. დამპირდა, რომ აუცილებლად დაუბრუნდება ამ თემას და დამიკავშირდება. დაველოდოთ მის პასუხს. გვქონდა სხვა არაერთი სხვა შეხვედრაც ადმინისტრაციასთან, ვაჭრობის მდივანთან“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ყაველაშვილის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

სრულად წაკითხვა