ტრამპი ახალ მანქანებზე, რომლებიც აშშ-ში არაა დამზადებული, 25%-იან ტარიფებს აწესებს

4 months ago 21

დონალდ ტრამპი ახალ მანქანებზე, რომლებიც აშშ-ში არაა დამზადებული, 25%-იან ტარიფებს აწესებს. გადაწყვეტილების შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და შესაბამის აღმასრულებელ განკარგულებას ხელი მოაწერა.

ახალი ტარიფები ძალაში 2 აპრილიდან ამოქმედდება.

ტრამპის განმარტებით, ტარიფები შეეხება იმ ავტომობილებსაც, რომლის ნაწილებიც ამერიკაშია დამზადებული, თუმცა სხვა ქვეყანაშია აწყობილი.

ტრამპის ახალ ბრძანებას უკვე გამოეხმაურა ოფიციალური ოტავა. კანადის პრემიერ-მინისტრმა ტრამპის მიერ დაწესებულ ახალ ტარიფებს “პირდაპირი თავდასხმა” უწოდა და განაცხადა, რომ მათ საპასუხო რეაგირება ექნებათ.

სრულად წაკითხვა