ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს, რუსეთის, თურქეთის, ირანის, ყაზახეთის, საფრანგეთის და იორდანიის  ლიდერებს ანგარიში გააცნო

1 day ago 4

წაკითხვა: 88

ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან  შეხვედრის შემდეგ, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს, რუსეთის, თურქეთის, ირანის, ყაზახეთის, საფრანგეთის და იორდანიის  ლიდერებს ანგარიში გააცნო.

ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის პრემიერის ოფიციალური ვებ გვერდი ავრცელებს:

“სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ნიკოლ ფაშინიანმა თავის კოლეგას წარუდგინა 2025 წლის 8 აგვისტოს აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შედეგები, კერძოდ, „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების შესახებ შეთანხმების“ პარაფირება, ეუთოში ერთობლივი მიმართვა ეუთო-ს მინსკის ჯგუფის მექანიზმების დაშლის შესახებ, რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვა ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და იურისდიქციის პრინციპების ფარგლებში და ორმხრივი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ასევე პროექტი „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“.

ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი კობახიძეს ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებების საჯაროდ დადებითად შეფასებისთვის მადლობა გადაუხადა.

თანამოსაუბრეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივი და რეგიონული ურთიერთობების დღის წესრიგის შესახებ.

მათ გაიზიარეს მოსაზრება, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა ახალ შესაძლებლობებს ხსნის მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის.”- ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა