ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შვიდი წლის გოგო დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, 7 წლის ბავშვს სოფლის ცენტრალურ გზაზე მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

8 months ago
56







English (US) ·
Georgian (GE) ·