საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან” ჩართვისას საუბრობს გლობალური პოლიტიკის ფონზე ქვეყანაში შექმნილ რეეალობაზე:
,,მინდა ვთქვა, რომ ყველაზე დიდ ნგრევას მოყვება ყოველთვის ყველაზე დიდი აღმშენებლობა. ამას ვამბობ, როგორც ვარდების რევოლუციის ლიდერი და ჩვენ ვარდების რევოლუციის ახალი ეტაპი, გაგრძელება აუცილებლად გვაქვს წინ.
იმიტომ, რომ ისევ აღმოსაფხვრელია კორუფცია, ისევ მოსაშორებელია კრიმინალი, ისევ გასაყვანია საქართველოს საერთაშორისო არენაზე, იმიტომ, რომ ჩვენი საერთაშორისო კავშირები არის დანგრეული და ჩვენ ყველაფერი ამისთვის ვართ მზად.
ამისთვის არის, როგორც შიდა ასევე პირობები. ამ ომების ხარჯზე უკრაინაში, ირანსა და ირაელს შორის, სადაც ისრაელმა და ამერიკამ გაიმარჯვეს, ამ მიმართებაში მოყვება პოლიტიკის დიდი გადააზრების დრო და ტირანების და დიქტატორების დრო მიდის წარსულში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი