ლონდონის არსენალის ლეგენდამ, ტიერი ანრიმ პირდაპირ ეთერში საუბრისას აღნიშნა, რომ დღეის მონაცემებით არსენალზე ძლიეირი და ღრმა შემადგენლობა სხვას არავის ჰყავს:
არსენალს უფლება აღარ ექნება, რომ ტრავმების მიზეზი ამ სეზონშიც გამოიყენოს. ახლა მათსავით ღრმა შემადგენლობა ევროპაში არცერთს გუნდს არ ჰყავს, შესაბამისად, წელს რაიმე დიდი ტიტული აუცილებლად უნდა მოიგონ.
- თქვა ანრიმ.
არსენალი ახალ სეზონს მართლაც შესანიშნავად იწყებს. გუნდმა პრემიერ ლიგაში 4-დან 3 მატჩი მოიგო. გარდა ამისა, გუნდმა ლიგაც გამარჯვებით დაიწყო და სეზონის ჯამურ ხუთ შეხვედრაში არსენალს მხოლოდ ერთი გოლი აქვს გაშვებული, რაც ბრწყინვალე მაჩვენებელია.