„ბარსელონაში“ მარკ-ანდრე ტერ შტეგენის საქმე დადებითად დასრულდა. ტრავმის გამო კლუბთან უთანხმოებაში მყოფი გერმანელი მეკარე კაპიტნის სამკლაურს ინარჩუნებს, რადგან კლუბმა დისციპლინური საქმე დახურა.
ტერ შტეგენმა სოციალურ ქსელში აღნიშნა, რომ რთული თვეების მიუხედავად, მისი მიზანი ყოველთვის მოედანზე დაბრუნება და გუნდის დახმარება იყო, ხოლო ბოლოდროინდელი სპეკულაციები უსაფუძვლოა.
შეგახსენებთ, გერმანელი მეკარე „ბარსელონაში“ 2014 წლიდან ასპარეზობს და ამ პერიოდის განმავლობაში 422 მატჩში ითამაშა. მანამდე ის „გლადბახის“ ღირსებას იცავდა.