ტერ შტეგენის ყიდვა ლონდონის ჩელსის სურს

1 month ago 12

ესპანური გამოცემის, კერძოდ Diario Sport-ის ინფორმაციის მიხედვით, ლონდონის ჩელსის მარკ-ანდრე ტერ შტეგენის ყიდვა სურს.

როგორც მოგეხსენებათ, გერმანელი მეკარე ბარსელონას სამომავლო გეგმებში აღარ შედის, რაც ესპანიოლიდან ჟოან გარსიას დამატებითაც დადასტურდა.

თავის მხრივ, ტერ შტეგენს ჯერ კიდევ აქვს პრეტენზიები შემორჩენილი პირველ ნომრობაზე, რაც, როგორც ჩანს, ჩელსის ხელმძღვანელობასაც ხიბლავს.

ბარსელონა გერმანელ მეკარეს უკვე აცნობა იმის შესახებ, რომ სასტარტო მეკარე აღარ იქნება, ეს კი მარკის ინგლისში წასვლის შანსებს საგრძნობლად ზრდის.

სრულად წაკითხვა