სხვაობა ქულებში - ნახეთ რამდენი დააკლდა ხვიჩას ოქროს ბურთის ათეულში მოსახვედრად

1 week ago 5

მას შემდეგ, რაც 2025 წლის ოქროს ბურთის ათეული ცნობილი გახდა, ბევრ გულშემატკივარს ფეხბურთელების რეიტინგთან დაკავშირებით კითხვები გაუჩნდა.

მაგალითად, როგორ ვერ მოხვდა რაფინია მე-5 პოზიციაზე მაღლა და რა ესაქმებოდა კოულ პალმერს მე-8 პოზიციაზე. კითხვები იყო კვარაცხელიას მიმართაც. ზოგი თვლის, რომ ქართველი ათეულს იმსახურებდა და არა მე-12 ადგილს.

ჰოდა, გთავაზობთ ქულებს, რომლებიც აჩვენებს თუ რამდენი დააკლდა ხვიჩას ოქროს ბურთის ათეულში ადგილის მისაღებად:

დემბელე - 1380

იამალი - 1059

ვიტინია - 759

სალაჰი - 657

რაფინია - 620

ჰაკიმი - 484

მბაპე - 378

პალმერი - 211

დონარუმა - 172

მენდეში - 171

პედრი - 124

კვარაცხელია - 123

კეინი - 112

სრულად წაკითხვა