„სხვადასხვა მხარეს ვართ… ეს ძალიან მგრძნობიარე თემაა…” – რას ამბობს ნუცა თოფურია მარიამ შენგელიასთან დასრულებულ მეგობრობაზე?

4 months ago 50

მომღერლები ნუცა თოფურია და მარიამ შენგელია ახლო მეგობრები იყვნენ, თუმცა, ბევრს შეუმჩნეველი არ დარჩენია, რომ ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური პროცესების ფონზე, ისინი ერთად აღარ გამოჩენილან.

ამ თემაზე ნუცა თოფურიამ „კვირის პალიტრის“ კითხვებს უპასუხა.

– ნუცა, შენ­მა აქ­ტი­ურ­მა სა­მო­ქა­ლა­ქო პო­ზი­ცი­ამ, პო­ლი­ტი­კურ­მა შე­ხე­დუ­ლე­ბამ, პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე გავ­ლე­ნა იქო­ნია?

– რა თქმა უნდა, იქო­ნია, ეს ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი და ემო­ცი­უ­რია. სა­ნამ ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოვ­ჩნდე­ბო­დი, ვამ­ბობ­დი, ხალ­ხო, ხომ არ გა­გიჟ­დით, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბის გამო, ადა­მი­ა­ნი და­კარ­გო? მა­შინ თავს მშვი­დად ვგრძნობ­დი, ჩემი გა­რე­მოც­ვა ერთ აზ­რზე ვი­ყა­ვით. როცა ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძეს ცი­ხე­ში გა­მო­კე­ტავ, არ შე­მიძ­ლია, ამ ფაქტს გულ­გრი­ლად შევ­ხე­დო. ან­დრო ჩემი მე­გო­ბა­რია და კარ­გად ვიც­ნობ, ვიცი, რო­გო­რი პი­როვ­ნე­ბაა, ვიცი, ის უდა­ნა­შა­უ­ლოა.

ვიცი, რომ შენი და მარიამ შენგელიას ურთიერთობა, თქვენივე სიტყვებით, “მეგობრობაზე მეტი” იყო. დღეს სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდით.

– დიახ, სხვადასხვა მხარეს ვართ. ძალიან ბევრმა ჟურნალისტმა დამირეკა. ეს ჩემთვის ძალიან მგრძნობიარე თემაა და არ მინდა ვილაპარაკო.

– მარიამი საქართველოს ევროვიზიაზე წარადგენს, დაურეკე, წარმატებები უსურვე?

– მარიამთან დაკავშირებით დასმულ არც ერთ შეკითხვაზე ლაპარაკი არ მინდა“, – ამბობს ნუცა თოფურია.

წყარო: კვირის პალიტრა

სრულად წაკითხვა