"სხვა კლუბში თამაში? მე აქ 7 წლიდან ვთამაშობ" - ალეხანდრო ბალდე

2 months ago 14

მიუხედავად იმისა, რომ ინტერესი ძალიან დიდია, ალეხანდრო ბალდე არ აპირებს, რომ ბარსელონა დატოვოს და სხვა კლუბში გადავიდეს.

სხვაგან თამაში? - მე ბარსელონაში 7 წლიდან ვთამაშობ და სხვა კლუბი გონებაში არც კი მომდის. ბარსელონა მსოფლიოს ერთადერთი საუკეთესო კლუბია.

- თქვა ბალდემ.

ბარსას განაპირა მცველს ბოლო პერიოდში მართლაც შესანიშნავი პროგრესი აქვს. გუნდის 21 წლის ფეხბურთელს ყველა ტურნირზე ამ სეზონში 35 შეხვედრა აქვს ჩატარებული და შეიძლება ითქვას, რომ ბალდე ფლიკის ერთ-ერთი ფავორიტი არჩევანია.

სრულად წაკითხვა