სხვა არაფერი ადარდებს - რაშფორდს ბარსელონაში თამაში სურს

8 hours ago 6

მარკუს რაშფორდი ჰანსი ფლიკის ბარსელონათი მონუსხულია. ინგლისელ შემტევს რაც შეიძლება მალე სურს ბლაუგრანას მაისურის მორგება და სხვა არაფერი ადარდებს.

Mundo Deportivo წერს, რომ მარკუსი ხელფასის შემცირებაზეც არის თანახმა, მთავარი უბრალოდ ტრანსფერია.

სხვათა შორის, რაშფორდით ბარსელონა თვეების წინ ინტერესდებოდა, თუმცა მაშინ შეთანხმება არ შედგა და მარკუსმა ასტონ ვილას მიაშურა.

მიუხედავად ამისა, რაშფორდი სეზონის დასრულების შემდეგ იუნაიტედში დაბრუნდება, რომელსაც ამ მომენტისთვის ფეხბურთელი სწორედ ბარსელონას ამჯობინებს.

სრულად წაკითხვა