,, სწორედ ამიტომ სჯიან ალეკოს ყველაზე მკაცრი მუხლით” – მერაბ მეტრეველი

3 hours ago 4

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:

,,რაც უფრო მეტად უჭერს დიქტატურა ჭანჭიკებს, ცდილობს ყველა წინააღმდეგობის კერა ჩაახშოს, გააჩინოს განცდა, რომ ის უძლეველია და ვერაფერი შეაჩერებს, რომ ამაო მისი მოშორების ყველა მცდელობა, მით მეტად ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც სასოწრაკვეთილ ნაბჯებზე მიდიან.

არავინ იცის, ეს სასწორაკვეთილი ნაბიჯიბი კონერტულად რაში გმაოიხატება, მაგრამ ის იმიტომაც არის სასწორაკვეთილი ნაბიჯი, რომ აუცილებლად გულლისხმხობს თავგანწირავას.

ადამიანებს, როდეასც უჩნდებათ განცდა, რომ სასტიკ და საძულველ რეჟიმს ტრადიციული, დემოკრატიული მეთოდებით ვერ დაამარცხდბენ, უძლურების განცდა ახრჩობთ და მერე თავზე ხელს იღებენ.

სწორედ სასწორკავეთისგან გამოწვეული თავზეხალაღებული ნაბიჯი იყო, რაც ალეკო ელისაშვილმა გააკეთა.

(ასეთი სასოწრკავეთილი ნაბიჯი იყო ჩემთვის 4 ოქოტმბერიც)

ბიძინამ და რეჟიმმა ეს კარგად იციან, ისიც იციან, რომ რაც მეტად მოუჭერენ ჭანჭიკებს და რაც მეტად დათესავრნ ადამიანებში უძლურების განცდას, მით მეტი ადამიანი წავა ასეთ თავზეხელაღებულ ნაბიჯზე და სწორედ ამიტომ სჯიან ალეკოს ყველაზე მკაცრი მუხლით. განა მათ არ იციან, რომ ეს ტერორიზმი არაა, მაგრამ შიშს დიდი თვალები აქვს და ფიქრობენ, ეს რომ მსუბუქად დავსაჯოთ, მერე კიდევ უარესად რომ მოვუჭერთ ჭანიჭიკებს, ვიღაცამ უარესი რომ გააკეთოსო? ეს უარესი კი შეიძლება ყველაფერი იყოს

ამიტომ ცდილობენ ამ განაჩენით ასეთ ადამიანიებში შიში დათესონ

ის კი არ იციან, თუ ადამიანი სასოწრაკვეთამდე მივიდა, მას რომ ვეღარაფით შეაშინებ და ვერაფრით გააჩერებ.

ერთადერთი დღეს მათ რისიც ეშინიათ, ეს არის სასწორკვეთილი ადამიანების თავგანწირვა.“

სრულად წაკითხვა