სუს-ის კომენტარი აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ გაფრთხილებაზე

4 days ago 8

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კომენტარი გაკეთდა საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ გამაფრთხილებელ განცხადებასთან დაკავშირებით.

როგორც საქართველოს პირველ არხს უწყებაში განუცხადეს, სუს-ის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ მორიგი ცრუ შეტყობინების ფაქტზე.

საქართველოში აშშ-ის საელჩომ საკუთარი მოქალაქეების გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საელჩომ თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის აფეთქების საფრთხის შესახებ შეიტყო.

წყარო: “პირველი არხი”

სრულად წაკითხვა