სუპერკომპიუტერის პროგნოზი ცნობილია - თოფურია გაიმარჯვებს თუ ოლივეირა

1 month ago 3

მოსალოდნელი დაპირისპირება ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას შორის MMA-ს გულშემატკივრებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ბრძოლად იქცა. ამერიკულ სპორტულ პლატფორმებზე უკვე აქტიურად განიხილავენ შესაძლო შედეგებს, ხოლო ამჯერად საქმეში ჩაერთო ხელოვნური ინტელექტიც – სუპერკომპიუტერმა, რომელიც ათასობით ფაქტორს ამუშავებს, შეხვედრის პროგნოზი უკვე გააკეთა.

აღნიშნულმა სისტემამ, რომელიც სპორტში სტატისტიკაზე დაფუძნებულ პროგნოზებს ქმნის, სიმულაციისას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი გაითვალისწინა: მებრძოლების წინა ბრძოლები, ტექნიკური მონაცემები, სტილის განსხვავებები, გამძლეობა და ფსიქოლოგიური მდგრადობა.

სუპერკომპიუტერის გამოთვლით, თოფურიას გამარჯვების შანსი შეადგენს 70%, ხოლო ოლივეირას – 30%.

მიუხედავად იმისა, რომ ოლივეირა გამოცდილებით ერთ-ერთ ლიდერად რჩება UFC-ში, სუპერკომპიუტერის პროგნოზით ილია თოფურია ფავორიტია ამ ბრძოლაში და გამარჯვებას მეორე რაუნდში ნოკაუტით მოახერხებს.

სრულად წაკითხვა