WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

14

გიორგი მუხიგულაშვილი, ტვ პირველთან, ირაკლი ღარიბაშვილის წერილებზე საუბრისას, ამბობს:

პირველ რიგში მივესალმები პოლიტპატიმრებს, რომლებიც პრინციპული პოზიციისთვის სხედან ციხეში. ვუსურვებ მათ თავისუფლებას და ბრძოლის ბოლომდე მიყვანას, გამარჯვებას! 

ძალიან არ მინდოდა არც კომენტარის გაკეთება, ღარიბაშვილის წერილებზე და ზოგადად, არც იმის ყურება, – რაც ხდება. ადამიანი, ორგზის პრემიერი იყო, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი, – ებარა 40 000 პოლიციელი და 25 000 ჯარისკაცი. დღეს კი დგას და ტირის და წუწუნებს, თუ როგორ გადააგდეს ის და ამ ყველაფერში, თურმე, მამუკა მდინარაძე ყოფილა დამნაშავე.

ღარიბაშვილს ერთგვარი ვაჭრობა სურდა და მანდაც ბიძინა ივანიშვილს ავნო. ღარიბაშვილმა ავნო „ქართული ოცნების“ გუნდსაც.

მამუკა მდინარაძეს ძალაუფლება და საშუალება რომ მიეცეს, იტყოდა, აი, ბატონო ბიძინა, მე და ირაკლი კობახიძემ რომ გითხარითო, ირაკლი ცუდიაო, მოდი, ამას დაგიმტკიცებთო, მაგრამ  ბიძინა ივანიშვილმა ზუსტად ყველაფერი იცოდა და მამუკა მდინარაძეს ენით რაღაცის მტკიცება ნამდვილად არ სჭირდებოდა. ბიძინას უამრავი ბიზნესმენი ეუბნებოდა ირაკლის და ირაკლის გარემოცვის მხრიდან ზეწოლაზე, უამრავი ადამიანისგან ესმოდა ირაკლი რას აკეთებდა. ჩემი ინფორმაციით, რომელიც პირველწყაროს ეყრდნობა, ირაკლი ღარიბაშვილთან მოხდა გარიგება. სხვათა შორის, წამოცდა წილოსანსაც ეგ, – ისეთი საშინელებები იყო ირაკლის ირგვლივ ჩადენილი, რომ იმისი გამჟღავნებას ჯობდა, რომ რაღაც ყურძნის ქარხნის. ბიზნესიდან არადეკლარირებული ფულის მუხლით წასულიყო. ციხეშიო.

ირაკლი ღარიბაშვილმა ნახა, რომ ფულის გათეთრებაზე საქმე, ათასგვარ უკანონობაზე საქმეები ვერ მივიდა წინ და ჩათვალა, რომ ეს ყოფილა მამუკა მდინარაძის ჩვეულებრივი ბოლი. კარგად იცის, მამუკა მდინარაძე არ გამოირჩევა არც გონებამახვილობით, არც განათლებით, არც მოხერხებულობით. მდინარაძე და კობახიძე ჭორაობ-ჭორაობით და რაღაცა ბაქიბუქობებით არიან დაკავებულები და ირაკლი ღარიბაშვილმა იფიქრა, რომ იცი რა არის? კი, ბევრს საქმე აღძრეს, მაგრამ საბოლოოდ ხელჩასაჭიდი ერთი-ორ საქმეზეა, ცოტა შეთამამდა, მაგრამ მერე მეორე ფაქტორი ის არის, რომ ირაკლის იმხელა ფული აქვს ნაშოვნი, რომ იცი რა არის, ამხელა ფული მოვიპარო, ამდენი ადამიანი გავამწარო, ამდენი მოვპარო ჩემს ქვეყანას, ამდენი კკორუფციული საქმე “გავჩარხო” და მე ის ფული ვერ დავხარჯო, ეს არის ფსიქოლოგიური მომენტი.

“ქართული ოცნება“ შეეჩვია, რომ ყველაფერი გასდის – ახალგაზრდების ცემა, ბავშვების დასისხლიანება, წამება, განადგურება, ქვეყნის იმიჯის შეცვლა, ქვეყნის კურსის შეცვლა, ყველაფერი შერჩათ. ყაველაშვილს ექვს თვეში შეეძლო შეეწყალებინა ღარიბაშვილი და ის მოპარული ფულები ეხარჯა, კაციშვილი არ იქნებოდა წინააღმდეგობის გამწევი, იყო თავიდან ეს გარიგება და პირობა, რომ ღარიბაშვილი შევიდოდა ციხეში და მას 6 თვეში შეიწყალებდა ყაველაშვილი. ახალი კანონით, მაგ მუხლებით ნასამართლევი ადამიანი ქვეყანას ვერ დატოვებს. გამოვიდოდა პრეზიდენტი და იტყოდა, რომ იცით რა არის, კი შევიწყალე, მაგრამ აი, ფინანსური საქმიანობის უფლება არ აქვს, ქვეყნის დატოვების უფლება არ აქვს, იმის უფლება არ აქვს, ამის უფლება არ აქვს და იგივე პატიმარია, უბრალოდ ოჯახთან ახლოს.

ღარიბაშვილი რომ ყოფილიყო ქვეყნის მოყვარული ადამიანი, ღარიბაშვილი რომ ყოფილიყო, პირველ რიგში, თავისი ოჯახის მოყვარული ადამიანი, ხო, დღეს ეგეთ მდგომარეობაში არ იქნებოდა არც ქვეყანა და არც თავისი ოჯახს.

მილიონების გაკეთებას რომ მოჰყვებოდა ის, რაც დღეს მოჰყვა, ღარიბაშვილმა ძალიან კარგად იცოდა. როდესაც კანონს არღვევ და მილიონებს აკეთებ, ოფშორებში გადაგაქვს და ათას ნათესავზე აფორმებ და ამ სიბინძურით ცხოვრობ, უნდა იცოდე, რომ ხვალ თუ არა ზეგ შენს შვილს მოეთხოვება, შენს ოჯახს მოეთხოვება, 

დღეს, როდესაც მისი ოჯახია ეგეთ დღეში, ხო, არის უშუალოდ ირაკლი ღარიბაშვილის პასუხისმგებლობა და არც მამუკა მდინარაძის და არც ბიძინა ივანიშვილის. ოჯახი სთხოვდა ირაკლი ღარიბაშვილს, რომ კორუფციაში ჩაეხრჩო ქვეყანა და მილიონები ეკეთებინა ამ გზით?

ჯობია პოლიტპატიმრების წერილებით დავკავდეთ, ვიდრე ღარიბაშვილის წუწუნის მოსმენით, პოლიტპატიმარმა ზვიად ცეცხლაძემ წერილი გამოაქვეყნა, სადაც ციხეში სისტემურ წამებაზე საუბრობდა. მაინცდამაინც კადრების გადამღებია საჭირო, რომ ადამიანებმა დაიჯერონ? დღეს ციხეში ძალიან ბევრი ჩუმად მოკლული ადამიანია, ჩუმად გარდაცვლილი ადამიანია და ძალიან ბევრი გირგვლიანები და ვაზაგაშვილები რომ გყვავს მიჩუმებულები ქვეყანაში, არ ვიცით?

ახლა ვსვამ კითხვას, როგორ შეიძლება ღარიბაშვილს სიბრძნის კბილი ასტკივდეს და საავადმყოფოში გარბოდეს, როცა სტუდენტი ბიჭი, ზვიად ცეცხლაძე წერილს აქვეყნებს. პატიმარი, გონწასული საკუთარ შარდში ჩატოვეს და ექიმიც კი არ მოუყვანეს და პენიტენციურ სამსახურს რეაგირება არ აქვსო. თან აქვე გასათვალისწინებელია, რომ ღარიბაშვილი „ვივამედშიც“ კი არ გადაიყვანეს, ისეთ კლინიკაში გადაიყვანეს, რომელიც პენიტენციური სამსახურის დაწესებულების კონტრაქტორი არ არის და ყველა დაგეგმილი ოპერაცია გადადეს, იმიტომ რომ იმ კლინიკაში შეიყვანეს ირაკლი ღარიბაშვილი. ეს ძალიან საეჭვოა და ეს გამოსაკვლევი ვითარებაა. აქაც სახალხო დამცველის პოზიცია ჩვენ უნდა მოგვესმინა, მაგრამ, სამწუხაროდ ვერ მოვისმინეთ. ახალგაზრდა ბიჭებს, უკანონო პატიმრებს კი, “ვივამედში” გადაყვანაც კი სახვეწარი აქვთ, რამე რომ ასტკივდებათ.

ღარიბაშვილმა თავის ცოდვებზე ილაპარაკოს, ჯობია, ვიდრე მდინარაძესთან ვაჭრობაზე და ბიძინა ივანიშვილთან ვაჭრობაზე დახარჯოს სიტყვები. თვითონ აჰყვა თავისი გუნდის წევრებს ამ კლოუნადაში და ეხლა იქეთ ტირის, რომ მეც დანაშაულები ჩავიდინე, უამრავი ოჯახები გავამწარე, მაგრამ დღეს, იცი რა არის, კარმა მომიტრიალდა და მე ვიცავ ჩემს ოჯახს? ეს არის ჩვეულებრივი სიგიჟე. დარწმუნებული ვარ, ადამიანს ეს 200 მილიონი აქვს სადღაცა გადამალული და ამ ფულის ქონის ფონზე, როდესაც ციხეში არის გამოკეტილი, გიჟდება და ეს ყველაფერი მაგიტომ დაიწყო, თორემ გახედეთ მის ნამოღვაწარს გახედეთ. მოწამლული ჯარისკაცებიდან დაწყებული. რამდენი ოჯახი გამწარდა ღარიბაშვილის ხელით?

ღარიბაშვილის დროს დაიწყო პირველი ერთგვარი კოჰაბიტაცია, ძალოვნებში, ღარიბაშვილის სიმამრმა და სიმამრის ნათესავებმა ვანო მერაბიშვილის დროინდელი ოდიოზური ფიგურები გადმოსვეს ქართული ოცნების სტრუქტურებში და მათ სრულიად ჩამოეწმინდეს ჭუჭყიანი ცოდვები.

ღარიბაშვილის მინისტრობის დროს იყო  უამრავი სკანდალები, მოწამლული ჯარისკაცები და შეპირებული დრონების წარმოება. თქვენ წარმოიდგინეთ, 2019 წელს საქართველოს მართლა დაეწყო დრონების წარმოება, უკვე 2024–25 წლებში ჩვენ რა მომზადების სიმაღლეზე ვიქნებოდით მსოფლიო მასშტაბით, ხომ? მაგრამ ღარიბაშვილი პოპულისტია და მფლანგველი.

გახარიას დამცველი ნამდვილად ვერ ვიქნები, მაგრამ ღარიბაშვილს ხო არ დაავიწყდა, როგორ მიესალმებოდა გიორგი გახარიას გუნდის წევრების ოჯახების აწიოკებას? რამდენ ადამიანს აღუძრეს საქმე, რამდენ ადამიანს აუწიოკეს ოჯახი, რამდენი ადამიანი უგზო-უკვლოდ არის გამქრალი, შეშინებული, ისეთი წნეხი და ისეთი ბოროტება ნახეს ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს. რამდენი ადამიანის ცხოვრება წავიდა უკან. რატომ არავინ არ კითხულობს იმას?

ღარიბაშვილი არ იყო, მხცოვან კარტოგრაფებს, ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას ქვეყნის ღალატი რომ დააბრალა? საქვეყნოდ აგინებინა ხალხს ეს ადამიანები და მოსაკლავად დასდევდნე, დაიჭირა, ციხეში ამყოფა და დღეს ამ ადამიანებს ღარიბაშვილის მიერ მიწებებული მოღალატის იარლიყი აქვთ და სად არის დავით გარეჯი? ირაკლის გულზეა ამოტვიფრული?  და დღეს გამოდის ირაკლი ღარიბაშვილი და ტირის, რომ ექვსი თვით მეტი მოუწია ციხეში ჯდომა?ყველაზე დიდი უტიფრობაა ეს.

ირაკლი ღარიბაშვილი არის ერთადერთი ადამიანი, რომელმაც აბსოლუტურად ყველა თავის მეგობარს, თავის ნაცნობს და თავის ახლო ადამიანს აშოვნინა ფული. ზოგს უკანონო მეთოდებით, ზოგს კანონიერი მეთოდებით. ბოლოს სასამართლოზე მივიდა ერთ ადამიანთან ერთად. ირაკლი ღარიბაშვილს მართლა ოჯახის მეტი არავინ აღარ დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ მინიმუმ 200 ათასი ადამიანის ცხოვრება შეცვალა უკეთესობისკენ. ირაკლი ღარიბაშვილი არის დღეს იძულებული, თავისი სიცოცხლის გადასარჩენად დაიწყოს ვაჭრობა, მაგრამ თავს ხო იზიანებს და იზიანებს, ბიძინა ივანიშვილს ხომ აზიანებს, თურმე, აღმოჩნდა, რომ მამუკა მდინარაძეც წყვეტს ქვეყანაში საქმეებს და ბიძინა არაფერ შუაში არ არისო,

ქართული ოცნების“ მომხრეებს და ჩინოვნიკებს მივმართავ – ღარიბაშვილი არ ენდობა ბიძინას და რაღაც შანტაჟის გზით ცდილობს თავისი სიცოცხლის გადარჩენას და თქვენ როგორ ენდობით ბიძინა ივანიშვილს? მართლა მაოცებს ეს ფაქტი.

რისი შეეშინდა ივანიშვილს?

როდესაც გახარია გაემიჯნა „ქართულ ოცნებას“, დაახლოებით 12% აქტიური „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი წაიყვანა. სუს-მა რა გააკეთა მაშინ? დადიოდნენ მოსახლეობაში და ფულს არიგებდნენ, რომ ოღონდ გახარიას არ მისცეთ ხმა, თუ ჩვენ არ გვაძლევთ, ნაცებს მიეცით ხმაო. და მაგით ცოტა გაფილტრეს და ჩამოიყვანეს 5%-ზე.

ღარიბაშვილიც თავის დამოუკიდებელ თამაშს თუ დაიწყებს, 5%-იც რომ წააგლიჯოს, უხეშად რომ ვთქვათ, „ოცნებას“ ამომრჩევლების ხმები, უკვე „ოცნება“ ვერანაირი გაყალბების მეთოდითაც კი ვერ შეინარჩუნებს ხელისუფლებას. და ღარიბაშვილის გარდა არცერთი ფიგურა არ არსებობს, რომელიც 2-3 წლის შემდეგ შემოტრიალდეს პოლიტიკაში და მას რაღაცა თუნდაც „ქართული ოცნების“ 1%-მა დაუჭიროს მხარი.

შეხედეთ, ბიძინა ივანიშვილი კიდევ ხუთი წლის მერე თავის თავს ისევ პოლიტიკაში განიხილავს და ხუთი წლის მერე უკვე გეგმავს, ვინ რა უნდა გააკეთოს პოლიტიკაში. თუ არ გამოფხიზლდება ჩვენი ოპოზიცია და რაღაც ნორმაში არ ჩაჯდებიან, ჩემი აზრით, ხუთი წლის მერეც დაგეგმავს, მომავალი ხუთი წელი როგორ უნდა გაატაროს ქართულ პოლიტიკაში.

ბიძინა ივანიშვილი დაარწმუნეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გაცამტვერება შეეძლოთ. ირაკლი ღარიბაშვილი დაარწმუნეს, რომ ციხიდან გამოვიდოდა რამოდენიმე თვეში და ჩვენ კი ვხედავთ მერე ცრემლიან წერილებს ციხიდან და მამუკა მდინარაძის გაუგებარ პასუხებს.

დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძე არ არის ის ადამიანი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს გადაახტება თავზე და რაღაცა წერილს დაწერს ბიძინა ივანიშვილის გარეშე. ირაკლი ღარიბაშვილს ვურჩევ, რომ ეყოს კაცობა – ან მოიქცეს ლილუაშვილივით და დაიწყოს თავისი სიმართლის დამტკიცება, ან მოიქცეს ვანო მერაბიშვილივით და ჩაჯდეს ციხეში, მოიხადოს თავიდან ბოლომდე სასჯელი და გამოვიდეს მერე გარეთ.

ივანიშვილი და კობახიძე

ბიძინა ივანიშვილი არის გამოუვალ სიტუაციაში. ვერაფერს ვერ უხერხებს ირაკლი კობახიძეს. ღარიბაშვილის პრემიერობის დროს ბიძინა ივანიშვილის სიცოცხლე იყო უზრუნველყოფილი. დღეს, ირაკლი კობახიძის პრემიერობისას, ბიძინა ივანიშვილის სიცოცხლე არ არის უზრუნველყოფილი.

ბიძინა ივანიშვილმა გაბედოს ირაკლი კობახიძის მოხსნა და თქვენ ნახავთ, რამხელა წინააღმდეგობები გაჩნდება ბიძინა ივანიშვილის მისამართით.

ბიძინა ივანიშვილი როდესაც კობახიძეს დაუპირებს მოხსნას, ჩვენ ვიხილავთ ბიძინა ივანიშვილზე ძალიან ბევრ კომპრომატს და ძალიან ბევრ ცოდვას საჯაროდ, ჩვენ ერთხელ ვნახეთ კვირიკაშვილის პრემიერობის დროს, როდესაც ბიძინა ივანიშვილის სახლიდან გამოდიოდა ეტაპობრივად რაღაცა ჭორები, რაღაცა ამბები, ვიგებდით, რომ აი, რაღაც ხეებთან დაკავშირებითაც უამრავი მოსაზრებები… ეგ არის ზღვაში წვეთი.

თუ ეგრე ვინმეს გონია, რომ ბიძინა ივანიშვილი დაურეკავს კობახიძეს და ეტყვის, რომ გადადექი, ეხლა სხვა უნდა მოვიყვანო პრემიერადო და კობახიძე თავის თავს ფიზიკურად გაანადგურებს, სცდება. კობახიძე უკვე ხვდება, რომ ღარიბაშვილზე უარესი დღეები ელის –  ციხეში თუ არ მოხვდება, გარეთ გაუსწორდება ხალხი.

დამიჯერე, ბიძინა, ცოტა გაგებით მიუდექი კობახიძის არსებობას და მეტი ტვინი დააყოლე, ისე არ მოიქცე, როგორც სხვებს მოექეცი – აი, მაგას გირჩევთ მე. საზოგადოება როგორ გაიგებს შენს სულელურ გადახრებს, გატაცებებს და შენს სტუმრების სიას, რომელიც ამა თუ იმ ადგილებში ყოველთვის ჩამოდიან…

ჩვენ მივიღეთ ქვეყანა, რომელიც მიწასთან არის გასწორებული და პარალელურად, ჩვენ ვუყურებთ ღარიბაშვილის და ბიძინა ივანიშვილის კულისებს მიღმა სიყვარულის გარჩევებს!

“სისტემური წამება ციხეში – ასე ცხოველებსაც კი არ ეპყრობიან”.- ზვიად ცეცხლაძის წერილი