სტარმერი საიმიგრაციო რეფორმაზე: ექსპერიმენტი დასრულდა... გვჭირდება იმიგრაციის მნიშვნელოვნად შემცირება

2 hours ago 2

“ვფიქრობ, ჩვენ გვჭირდება იმიგრაციის მნიშვნელოვნად შემცირება” - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა კირ სტარმერმა 12 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც საიმიგრაციო პოლიტიკის რადიკალური რეფორმის შესახებ 82-გვერდიანი გეგმის გამოაქვეყნებას მიეძღვნა. მთავრობის განცხადებით, ახალი წესები უნდა დაეხმაროს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას. გაეთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ მომზადებულ მოკლე აღწერაში ვკითხულობთ:

“დამსაქმებლების მიმართ ახალი მოთხოვნები ქვეყნის შიგნით ტრეინინგის გაზრდაზე დაასრულებს საერთაშორისო დასაქმებაზე დამოკიდებულებას, აღადგენს წესრიგს ჩამოშლილ სისტემაში, რომელმაც 2019-2023 წლებში მიგრაციის საშუალო მაჩვენებელი გააოთხმაგა“.

კირ სტარმერი მოქალაქეებს ჰპირდება, რომ იმიგრაციის სტატისტიკა შემცირდება, მეორე მხრივ კი აღნიშნავს, რომ საქმე მხოლოდ რიცხვებში არაა, არამედ, როგორც მან უწოდა - „ქაოსის“ მოწესრიგებაში, რომელზეც პასუხისმგებლობას წინა მთავრობას აკისრებს:

„ექსპერიმენტი დასრულდა. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რასაც სულ ითხოვთ და აღვადგენთ კონტროლს ჩვენს საზღვრებზე.

...ჩვენ შექმნით მიგრაციის კონტროლირებულ, სელექციურ და სამართლიან სისტემას“.

ახალი გეგმის თანახმად, დაფუძნდება შრომის ბაზრის მტკიცებულებათა შემსწავლელი ჯგუფი, „რომელიც იხელმძღვანელებს საუკეთესო მონაცემთა ბაზებით, შრომის ბაზრის მდგომარეობასა და სხვადასხვა პოლიტიკის როლზე ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად, ყოველთვის მიგრაციაზე არჩევანის გაკეთების ნაცვლად“.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობა თვლის, რომ კვალიფიციური მუშა ხელის განათლების დონის მოთხოვნის აწევა გაზრდის ხელფასის დონეს და ქულებზე დაფუძნებულ საიმიგრაციო სისტემაზე წვდომა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ისეთ ადგილებზე, სადაც მუშახელის დიდი ხნის დეფიციტია და ეს მოხდება განსაზღვრული დროით.

ახალი საიმიგრაციო პოლიტიკის განხორციელებაში მთავრობის ყველა უწყებას ექნება თავისი როლი. დაგეგმილია მოთხოვნების გამკაცრება იმ უწყებების მიმართ, რომლებიც საერთაშორისო სტუდენტებს აფინანსებენ და აგრეთვე უცხოელი კურსდამთავრებულებისთვის სწავლის დასრულების შემდეგ დიდ ბრიტანეთში დარჩენის ვადა 18 თვემდე შემცირდება.

მთავრობის ახალი საიმიგრაციო გეგმა ითვალისწინებს იმის უზრუნველყოფასაც, რომ ძალიან მაღალი კვალიფიკაციის პირებს მიეცეთ დიდ ბრიტანეთში ჩასვლის შესაძლებლობა, რაც მოიცავს ადგილების გაზრდას კვლევით/სამეცნიერო და სხვა სფეროებში განსაკუთრებით ნიჭიერი ადამიანების მიერ Global Talent visa, Innovator Founder ვიზისა და High Potential Individual სქემის გამოყენებას, რომ გაიზარდოს მათი წვლილი გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკაში.

ფართო საიმიგრაციო კონტინგენტისთვის გაიზრდება ინგლისური ენის ცოდნაზე მოთხოვნაც, დროთა განმავლობაში ამ ცოდნის გაუმჯობესების შემოწმების ჩათვლით.

ბინადრობის უფლების მოპოვების საკვალიფიკაციო პერიოდი იზრდება 10 წლამდე. ფართოვდება აგრეთვე ქულებზე დაფუძნებული სისტემა როგორც ბინადრობის უფლების, ისე მოქალაქეობისთვის და მათ საფუძვლად დაედება გაერთიანებული სამეფოსთვის სარგებლის მოტანის კრიტერიუმი. ამ საკითხზე დეტალები წლის ბოლომდე წარედგინება პარლამენტს.

სრულად წაკითხვა