სს “თელასი”: 22 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის ვაკის და სამგორის რაიონების კონკრეტულ უბნებში

2 weeks ago 12

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოების გამო:

22 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ვაკის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის, ყიფშიძის, კავსაძის, არაყიშვილის, თაქთაქიშვილის, შოვის, რიგის, ირაკლი აბაშიძის, ლევან მიქელაძის, ყვარლის, თენგიზ აბულაძის და გაბაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, დარიალის, მოსაშვილის, კავსაძის, ბერძენიშვილის, ფალიაშვილის, ყიფშიძის, ლეოპოლდ ბილფელდის, წყნეთის, ლევან მიქელაძის, გაბაშვილის და თენგიზ აბულაძის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გრიგოლ ლორთქიფანიძის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, ვიქტორ კუპრაძის, ჯავახეთის და ილია სუხიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

სრულად წაკითხვა