სს “თელასი”: 20 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის რამდენიმე რაიონის კონკრეტულ უბნებში

1 month ago 24

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოების გამო:

20 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, მუხიანის I მიკრორაიონის და მარატ ნოზაძის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III, IIIა, IV მიკრორაიონების, რაფიელ დვალის, სესილია თაყაიშვილის და ვიქტორ კუპრაძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს I, II, III მიკრორაიონების, ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), შალვა ნუცუბიძის და ბესარიონ ჟღენტის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

სრულად წაკითხვა