5 ივლისს ოკუპრებულ აფხაზეთში ჩავიდა რუსეთის სახალხო არტისტი, სერგეი ბეზრუკოვი, რომელსაც რუსეთ-საქართველოს საზღვარის ფსოუს გამშვებ პუნქტზე რუსული დრამატული თეატრის გენერალური დირექტორი, ირაკლი ხინტბა დახვდა.
6 ივლისს სოხუმში იხსნება „ბავშვთა დიდი ფესტივალის ექო“, რომელიც 10 ივლისამდე გაგრძელდება.
სერგეი ბეზრუკოვი ამ ფესტივალის ხელმძღვანელია.
პროგრამა მოიცავს ფესტივალის გამარჯვებული ფილმებისა და მულტფილმების უფასო ჩვენებებს აფხაზეთის სახელმწიფო ფილარმონიაში. სოხუმის რუსული დრამატული თეატრის სცენა კი დაეთმობა რუსეთის საუკეთესო ბავშვთა თეატრების ხუთ კლასიკურ და მუსიკალურ წარმოდგენას. ასევე გაიმართება ტრენინგები და მასტერკლასები სცენურ მოძრაობაში, ცეკვასა და ვოკალში, ხმის განვითარებისა და კოორდინაციის გაკვეთილები, შემოქმედებითი შეხვედრები და სემინარები ბავშვთა მწერლებთან და ილუსტრატორებთან.
სერგეი ბეზრუკოვი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თანმიმდევრული მხარდამჭერია. 2014 წლის მარტში, როცა რუსეთმა ყირმის ოკუპაცია მოახდინა, რუსეთის კულტურის მოღვაწეებმა ღია წერილით დაუჭირეს მხარი რუსეთის პრეზიდენტს.
მთლიანობაში წერილს ხელი მოაწერა 81 ადამიანმა, მათ შორის დირიჟორმა ვალერი გერგიევმა, პუშკინის მუზეუმის დირექტორმა ირინა ანტონოვამ, მსახიობმა სერგეი ბეზრუკოვმა, ვიოლონჩელისტმა იური ბაშმეტმა და სხვებმა.
რუსეთის კულტურის სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნულია, რომ კულტურის მოღვაწეებს არ შეუძლიათ გულგრილად ადევნონ თვალი მოვლენებს და რომ ისინი „მტკიცედ უჭერენ მხარს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოზიციას უკრაინისა და ყირიმის საკითხში.“
ამ წერილის გამო გაუქმდა სერგეი ბეზრუკოვისა და მისი თეატრის გასტროლები თბილისში, რომელიც 2014 წლის მაისში უნდა შემდგარიყო.
მსახიობი პუტნის მხარდამჭერად დარჩა რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის კონტექსტშიც, რის გამოც რამდენიმე ქვეყნის მიერ სანქციების სიაში მოხვდა.
სერგეი ბეზრუკოვი - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსი თეატრისა და კინოს მსახიობია. მისი ყველაზე ცნობილი როლებია:
საშა ბელოვი სერიალ "ბრიგადაში", იეშუა ჰა-ნოცრი "ოსტატი და მარგარიტა", ესენინი, პუშკინი "უკანასკნელი დუელი - ალექსანდრე პუშკინი", ვლადმირ ვისოცკი "მადლობა, რომ ცოცხალი ხარ - ვლადიმირ ვისოცკი" და სხვ.

3 hours ago
6







English (US) ·
Georgian (GE) ·