
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, ოლეგ ბარციცი, სირიაში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა, განაცხადა დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ 25 ივნისს. იგი სირიის ოფიციალურ პირებს, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრ ასად ალ-შაიბანის შეხვდება. ბარციცთან ერთად სირიაში იმყოფება მისი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ტუჯბა.
ბაშარ ალ-ასადის მმართველობის დროს სირიამ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. სირიასა და აფხაზეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2018 წელს დამყარდა. თუმცა, 2024 წლის დეკემბერში ასადის მმართველობის დამხობის შემდეგ, გაჩნდა მოწოდებები ახალი, დროებითი მთავრობის მიმართ, რომ გააუქმოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარება.
ქართულ ოპოზიციასთან ერთად, აღიარების გაუქმებისკენ სირიას ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმაც მოუწოდა.
This post is also available in: English
Read Next
17/05/2025 - 18:56
ჯო უილსონი სირიას საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების გაუქმებისკენ მოუწოდებს
22/04/2025 - 17:11
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველომ უნდა გააუქმოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ
27/02/2025 - 21:00
რუსეთი სოხუმში რეგულარულ ფრენებს 1 მაისიდან დაიწყებს
31/01/2025 - 19:17
ქართული ოპოზიცია სირიის ახალ ლიდერს: გააუქმეთ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების აღიარება
14/12/2023 - 13:49
სირიის პრეზიდენტი ოკუპირებულ აფხაზეთს მხარდაჭერას უცხადებს
13/12/2023 - 14:34