ოკუპირებული აფხაზეთის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ტერორიზმთან დაკავშირებული ბრალდებებით რუსეთის სამი მოქალაქე დააკავა და რუსეთის ხელისუფლებას გადასცა.
დე ფაქტო უწყების ინფორმაციით, დაკავებულები – ანასტასია კაუშანი, ანტონ კაუშანი და იგორ გრიშინი – ეჭვმიტანილები არიან ტერორისტული დაჯგუფების შექმნაში, რათა რუსეთის კრასნოდარის მხარეში „მძიმე“ და „განსაკუთრებით მძიმე“ დანაშაულები ჩაედინათ. მან ასევე განაცხადა, რომ ოპერატიული ქმედებები რუსეთის ფედერალურ უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივად ჩატარდა.
„აფსნიპრესის“ ინფორმაციით, ანასტასია კაუშანი, რომელსაც კრასნოდარში „ადმინისტრაციული შენობების ხელში ჩაგდების მიზნით“ დაჯგუფების შექმნა ედება ბრალად, „ტელეგრამის“ არხს იყენებდა თანამოაზრეებთან კონტაქტისთვის. ოპერატიულ მონაცდემებზე დაყრდნობით, ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო იტყობინება, რომ „შესაძლო სისხლისსამართლებრივი დევნის თავიდან ასაცილებლად“ კაუშანმა რუსეთი დატოვა და აფხაზეთში ჩავიდა და ჯგუფის წევრებს აცნობა, რომ „მის მიერ შექმნილი ტერორისტული ფორმირების საქმიანობა არ შეწყვეტილა და საფრთხის გავლის შემდეგ ის თავისი გეგმების განხორციელებას განაგრძობდა“.
დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის სამივე მოქალაქე 27 აპრილს რუსეთის ფედერალურ უსაფრთხოების სამსახურს გადასცეს. კაუშანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით, რომელიც „ტერორისტული დაჯგუფების ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას“ ეხება, ხოლო დანარჩენი ორი პირის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
This post is also available in:

4 days ago
3






English (US) ·
Georgian (GE) ·