სოციალური სამართლიანობის ცენტრი შსს-ს თანამშრომლების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს

3 hours ago 4
პრო-ევროპული აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, 1 დეკემბერი, 2024. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ოფიციალურად მიმართა თბილისის პროკურატურას, რათა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი და ამჟამინდელი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს მომიტინგეების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობის გამო.

მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას, რომელიც „უფლებამოსილების გადამეტების“ და „ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის“ ბრალდებებს მოიცავს, 1 ივლისიდან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმების შემდგომ, თბილისის პროკურატურა აგრძელებს.

11 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში, ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით ჩნდება დასაბუთებული ვარაუდი შსს-ს მაღალჩინოსნების, მათ შორის  ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ზვიად ხარაზიშვილის, მხრიდან დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის თაობაზე.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა