“სოფელს აღარ ჰყავს სიკეთით გამორჩეული სალომე ბერაძე” - ვინ არის ქუთაისში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა

2 hours ago 2

ქუთაისში, მდინარე რიონში ახალგაზრდა ქალის ცხედარი 9 მაისს იპოვეს.

“infoიმერეთი” ავრცელებს ინფორმაციას, რომ გარდაცვლილი გოგონა სალომე ბერაძეა.

ქუთაისში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდარის მცხოვრები სალომე ბერაძეა.

“სოფელს აღარ ჰყავს, ახალგაზრდა, სიცოცხლით, სიკეთითა და ადამიანობით გამორჩეული, ყველასათვის საყვარელი, სალომე ბერაძე.

სალომემ ტრაგიკულად დატოვა ეს წუთისოფელი. რთულია სიტყვებით გადმოსცე ის ტკივილი, რასაც ამ მძიმე ამბის შემდეგ განვიცდით. ხიდრის ადმინისტრაციული ერთეულის სახელით, გამოვხატავთ ღრმა მწუხარებას და თანაგრძნობას ვუცხადებთ სალომეს მშობლებს, ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და სოფელ ხიდარს. მარადიული ხსოვნა მის ნათელ სულს” – წერენ სოციალურ ქსელში.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. თვითმხილველების ინფორმაციით, 19 წლის გოგონა მდინარეში ე.წ. ბალახვანის ხიდიდან გადახტა.

სრულად წაკითხვა