სოფელ კაბალში, ბაზრის ტერიტორიაზე კაცი მოკლეს

1 month ago 5

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაბლის ბაზრის ტერიტორიაზე კაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. შემთხვევის ადგილი გამომძიებლებმა საპოლიციო ლენტით შემოსაზღვრეს.

„ინტერპრესნიუსი“ ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ გარდაცვლილს ხორცის მაღაზია ჰქონდა, მკვლელმა კი იარაღიდან სწორედ იქ ესროლა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაულისთვის ათიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.

ფორუმი

სრულად წაკითხვა